Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუი-ფერდინან სელინის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“


გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სკანდალურ ავტორზე, ლუი-ფერდინან სელინზე და მის შედევრზე „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. აშკარად გამოხატული ანტისემიტიზმისა და ვიშის ხელისუფლებასთან კოლაბორაციონალიზმის გამო მოძულებული ავტორის ამ წიგნს დიდი გავლენა აქვს მოხდენილი მსოფლიო ლიტერატურაზე, მის თაყვანისმცემელთა შორის არიან ჰენრი მილერი, ეზრა პაუნდი, უილიამ ბეროუზი, ალენ გინსბერგი, ჩარლზ ბუკოვსკი. სელინის „მოგზაურობა“ ჯოისის „ულისეს“ მსგავსად კიდევ ერთი „ოდისეაა“, რომელიც მოიცავს საფრანგეთს, ინგლისს, აფრიკას, ამერიკას. ექიმი მწერლის გულგატეხილობა, ცინიზმი, უიმედობა, უპერსპექტივობა, არანორმატიული ლექსიკა და ყველაფერი ეს გამრავლებული უზარმაზარ ტალანტზე, – ესაა „მოგზაურობის“ უკვდავების საიდუმლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG