Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებამ და "სხემიმ" დაადგინეს რუსი ჯარისკაცისა და მისი ცოლის ვინაობა, რომლებიც უკრაინელი ქალის გაუპატიურებაზე საუბრობდნენ


რუსი ჯარისკაცის და მისი ცოლის ვინაობა, რომლებიც სატელეფონო საუბრისას უკრაინელი ქალის გაუპატიურებას განიხილავდნენ, გაირკვა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის და "სხემის" გამოძიების შედეგად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 27 წლის რომან ბიკოვსკი და მისი ცოლი, ოლგა ბიკოვსკაია, რომლის ქალიშვილობის გვარია პინიასოვაია, არის თავზარდამცემი სატელეფონო საუბრის მონაწილე წყვილი. ამ საუბარმა რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი ქალების მასობრივი გაუპატიურების შიში აღძრა.

სატელეფონო საუბრისას ისმის, როგორ აძლევს ქალი კაცს უკრაინელი ქალების გაუპატიურების უფლებას.

"კი, უფლებას გაძლევ. უბრალოდ თავი დაიცავი", ამბობს ქალი სიცილით.

რადიო თავისუფლებამ და "სხემიმ", რადიო თავისუფლებისა და ტელეარხ UA: Pershy-ს ერთობლივმა საგამოძიებო პროექტმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებიდან მიიღეს სატელეფონო საუბრის მონაწილეთა ტელეფონის ნომრები და გამოიყენეს ისინი ბიკოვსკისა და მისი ცოლის სოციალური მედიის ანგარიშების მოსაძებნად.

როცა რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბიკოვსკის, მან თავისი ვინაობა დაადასტურა და თქვა, რომ სევასტოპოლში იყო. ოლგა ბიკოვსკაიამ დაადასტურა, რომ მისი ქმარი სევასტოპოლში იყო და თქვა, რომ ის დაჭრილია და საავადმყოფოში მკურნალობს. სხვა შეკითხვებზე არცერთ მათგანს აღარ უპასუხია.

ბიკოვსკი გაუპატიურებაში არავის დაუდანაშაულებია და წყვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG