საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 703 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 222 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 346.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
16 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 0.98%;
- ბოლო 7 დღის - 1.25%;
- ბოლო 14 დღის - 1.5%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 652 929 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 789 ადამიანი.