Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი კლიჩკო: დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს!

"მეგობრებო! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება“, - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თავისი „ტელეგრამის“ გვერდზე.

მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო სიგნალიზაცია. ხოლო მათ, ვინც ქალაქი ადრე დატოვა და უკვე აპირებენ კიევში დაბრუნებას, სთხოვს, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში.

აფეთქების ხმა ასევე ისმოდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში. გუბერნატორ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა ადგილობრივი დროით 05:46-დან 07:02 საათის პერიოდში განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, ლვოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

თავის ბოლო ტელეგრამპოსტში კი წერს:

"16 აპრილის დილით, რუსი ოკუპანტების სუ-35 თვითმფრინავებმა ლვოვის რაიონში რაკეტები გაისროლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების საჰაერო სარდლობა „დასავლეთმა“ გაანადგურა ოთხი ფრთოსანი რაკეტა!

ბარანოვიჩის აეროდრომიდან ოკუპანტების მებრძოლები აფრინდნენ. დიდება უკრაინას!" - განმარტა მომხდარი გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ.

XS
SM
MD
LG