Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთი მაისის დასაწყისში ხერსონში "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს


უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ რუსი სამხედროები მაისის დასაწყისში ხერსონის რეგიონში ფსევდო-რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.

"თვითმხილველების თქმით, ქალაქ ნოვაია კახოვკის სტამბა ბეჭდავს ბიულეტენებს რეფერენდუმისთვის. ცხადია, "კენჭისყრის" შედეგების შესახებ ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და რეგიონულ ცენტრს გადაეცემა. ფსევდო- რეფერენდუმის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 1 მაისიდან 10 მაისამდე", - წერს დენისოვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, ამ პერიოდში რუსეთის ჯარები აპირებენ ჩაკეტონ ხერსონის შესასვლელები და გამორთონ ყველა კომუნიკაცია.

მაგრამ, მისი აზრით, რთული იქნება "რეფერენდუმის" ჩატარება, რადგან "ხერსონის მთელი რეგიონის გმირული მოსახლეობა აგრძელებს გამოსვლებს ოკუპაციის გასაპროტესტებლად ლოზუნგებით, "ხერსონი უკრაინაა!".

დენისოვამ აღნიშნა, რომ ხერსონში რუსეთის ჯარებს სურთ გამოიყენონ ფსევდო-რეფერენდუმის ისეთივე სქემა, რომელიც 2014 წელს ლუგანსკსა და დონეცკში გამოიყენეს, როდესაც ხალხის ნების გამოვლენის ნაცვლად, მხოლოდ სურათი შეიქმნა რუსული ტელევიზიისთვის.

რუსულმა ჯარებმა ხერსონზე შტურმი 1 მარტს დაიწყეს. მას შემდეგ ქალაქი ალყაშია. 4 აპრილის მდგომარეობით, ხერსონში, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პრობლემები იყო მედიცინასთან, საწვავთან და ფქვილთან დაკავშირებით. მას შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

XS
SM
MD
LG