Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: ირანის არმია ისრაელს ამოიღებს მიზანში, თუ ის ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს


ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი.
ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი.

ირანის კონსერვატორი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გამოდის გაფრთხილებით, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ისრაელს ამოიღებენ მიზანში, თუკი ის ირანის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამს.

"ირანის წინააღმდეგ სულ მცირედი ნაბიჯიც რომ იყოს თქვენ მიერ გადადგმული, სიონისტური რეჟიმის ცენტრი ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნე იქნება", - განაცხადა რაისიმ ისრაელზე მინიშნებით.

ირანის პრეზიდენტი ამ განცხადებებით გამოვიდა 18 აპრილს, ირანის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ აღლუმზე. თეირანს ისრაელი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ არ უღიარებია და მხარს უჭერს ისრაელის მოწინააღმდეგე გასამხედროებულ ჯგუფებს, როგორებიცაა ჰამასი და ჰესბოლა.

ამასთან, თეირანი ისრაელს ბრალს სდებს მისი ბირთვული ობიექტების საბოტაჟში და ბირთვული სფეროს მეცნიერების მკვლელობებში.

ისრაელი ეწინააღმდეგება ბირთვულ შეთანხმებას ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის - აცხადებს, რომ ის საკმარისი არ არის ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცის ან რეგიონში ირანის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვისთვის. ისრაელი ამბობს, რომ არანაირი შეთანხმებით არ შეიზღუდება და ბოლოს, შესაძლოა, ცალმხრივადაც იმოქმედოს ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG