Accessibility links

site logo site logo

უკრაინის ომზე განცხადების გამო, რუსეთმა შეზღუდა წვდომა HRW-ის ვებსაიტზე


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება აცხადებს, რომ შეზღუდა წვდომა უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) ვებსაიტზე, ჯგუფის განცხადების გამო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ.

"როსკომნადზორის" წარმომადგენელმა 19 აპრილს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა გენერალური პროკურორის ოფისის თხოვნის საფუძველზე და დასძინა, რომ შეზღუდვა ეხება HRW-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მხოლოდ ერთ ტექსტს, რომელიც უკრაინაში ომს ეხება. ეს ტექსტი ახლა რუსეთში ხელმიუწვდომელია.

8 აპრილს რუსეთმა რეგისტრაცია გაუუქმა HRW-ს და კიდევ 14 უცხოურ ორგანიზაციას, მათ შორის "ამნესტი ინტერნეიშენალს" და "საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდს", რომლებიც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ - "რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი კანონმდებლობის დარღვევის გამო". იუსტიციის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს ეს "დარღვევები".

რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რადგან მოსკოვი ცდილობს აკონტროლოს მისი უკრაინაში შეჭრის გაშუქების პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG