Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეხვდნენ უკრაინის რადის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს


ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, ანდრეი ერმაკი, რუსლან სტეფანჩუკი, დავით არახამია, კობა ნაყოფია
ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, ანდრეი ერმაკი, რუსლან სტეფანჩუკი, დავით არახამია, კობა ნაყოფია

უკრაინაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ამავე პარტიის დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

რუსლან სტეფანჩუკი, დავით არახამია, კობა ნაყოფია
რუსლან სტეფანჩუკი, დავით არახამია, კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნაზე.

პარლამენტიდან დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა და ის შეხვდა რუსლან სტეფანჩუკს.

ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში რუსეთის ოკუპაციის შედეგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG