Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ემზადება რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, - იტყობინება Bloomberg-ი.

თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც.

ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ ეტაპზე ამ მხრივ თურქეთის ბაზარზე რუსეთი და ირანი ბატონობენ. ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებენ.

თურქეთი, ისევე როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები, დიდ სირთულეებს წააწყდნენ რუსეთის გაზის გაძვირების შემდეგ, მას მერე, რაც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. თურქეთის მთავრობა არ აძლევს ნებას სახელმწიფო ფირმებს, ინფლაციასთან ბრძოლის კონტექსტში 2023 წლის არჩევნების წინ ხარჯები მომხმარებელზე გადაიტანონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG