Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ მხოლოდ კიევის ოლქში 1126 უკრაინელის დაღუპვა დადგინდა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

ამჟამად ცნობილია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 1100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს პორტუგალიის პარლამენტისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

"მხოლოდ კიევის რეგიონში 1126 უკრაინელი მოკლეს ოკუპანტებმა. მათგან 40 ბავშვია", - განაცხადა ზელენსკიმ

მან გაიხსენა სამოქალაქო პირების მკვლელობა ბუჩაში და თქვა, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ანალოგიურ საომარ დანაშაულს აქვს ადგილი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის და უკრაინის სხვა დანარჩენ ოლქებში, სადაც ოკუპანტებმა გარკვეული ხნის განმავლობაში დაიკავეს ტერიტორიები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ კვლავ მოუწოდა, რათა მას აღარ დარჩეს რესურსი ომის გასაგრძელებლად.

"ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეექვსე პაკეტს, რომ თქვენ აჩვენოთ თქვენი ლიდერობა და რუსეთის წინააღმდეგ მთელი ევროპის დონეზე დააწესოთ ნავთობის სრული ემბარგო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, დაჟინებით მოითხოვოთ რუსული საბანკო სისტემის სრული შეზღუდვა", - განაცხადა პორტუგალიის პარლამენტისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG