Accessibility links

site logo site logo

დონბასში ეუთოს მისიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს


უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც „დონბასის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ აკონტროლებენ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მისიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ეუთოს ეროვნული მისიის წევრები დააკავეს დონეცკსა და ლუგანსკში. ორგანიზაცია იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს მათ გათავისუფლებას“, - დაწერა ორგანიზაციამ ტვიტერში.

როგორც ჩანს, საქმე ეხებათ უკრაინელ თანამშრომლებს მისიისა, რომელიც უკრაინაში, მათ შორის დონბასში, კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მუშაობდა 2014 წლის შემდეგ. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ეუთოს მისიამ შეწყვიტა მუშაობა, ვინაიდან რუსეთმა დაბლოკა მისი მანდატის გაგრძელება. თვითგამოცხადებული "სახალხო რესპუბლიკების“ ხელისუფლებებმა მოითხოვეს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებმა თვის ბოლომდე დატოვონ მათი ტერიტორიები.

შაბათს თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეუთოს პერსონალის ზოგიერთი წევრი „სადაზვერვო საქმიანობას“ ახორციელებდა და თითქოს სეპარატისტების საქმიანობის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აწვდიდა ინფორმაციას. „ლსრ“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს ეუთოს მისიის ორი თანამშრომლის დაკავების შესახებ. „დსრ“-ის წარმომადგენლებს დაკავების შესახებ არ განუცხადებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG