Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გეგმას ხერსონში "რეფერენდუმის" ჩატარების შესახებ ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს


ხერსონელების საპროტესტო აქცია ქალაქში მყოფი რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. 2022 წლის 20 მარტი
ხერსონელების საპროტესტო აქცია ქალაქში მყოფი რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. 2022 წლის 20 მარტი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას უკრაინის ქალაქ ხერსონში. რუსეთის ამ გეგმაზე კვირაზე მეტია საუბრობს უკრაინის ხელისუფლებაც.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი ოკუპაციის გამართლების მიზნით გეგმავს „დადგმული რეფერენდუმის“ ჩატარებას უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონში, რადგან ამ ქალაქს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად - ყირიმთან სახმელეთო კავშირისა და უკრაინის სამხრეთში დომინირებისთვის.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის, პრეზიდენტის ოფისის და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთი ე.წ. რეფერენდუმს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩაატარებს. რუსეთს ქალაქი ხერსონი ოკუპირებული აქვს 2022 წლის მარტიდან.

2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG