Accessibility links

site logo site logo

პენტაგონმა შექმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. 2022 წლის 26 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი. ამის შესახებ, როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ჟურნალისტებს აცნობა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.

უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას. ამ სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა 26 აპრილს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციისა და სინქრონიზაციის საკითხებზე. შეხვედრის ინიციატორი იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. მისი ინფორმაციით, მოკავშირეთა ახალი ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG