Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 20 549 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 132 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 332​ ადამიანი.

ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

27 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 0.64%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.02%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.1%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 654 797​შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 805 ​ადამიანი.

XS
SM
MD
LG