თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა, რომელიც დატბორვის გამო შეფერხებული იყო, ნაწილობრივ აღდგა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერჯერობით ისევ შემოვლითი გზებით მოძრაობს.
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N-6 თან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანებამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ამ ეტაპზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მათვე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდულია დღეს, 29 აპრილის 09:30 საათიდან, 30 აპრილის ღამის 02:00 საათამდე. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:
- მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს და ოქროყანის დასახლებას.
- ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
- დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანის, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.