უკრაინაში ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა, სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა კიევში თავისი დაბრუნების შესახებ.
"ეს იყო ხანგრძლივი მოგზაურობა, მაგრამ იგი ამად ღირდა. ძალიან კარგია ისევ კიევში ყოფნა", - დაწერა ტვიტერში ბრიტანეთის ელჩმა.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ლვოვიდან კვლავ კიევში აბრუნებდა თავის საელჩოს.
ბრიტანეთმა საელჩოს ევაკუაცია ლვოვში მოახდინა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.
მარტში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩი უკრაინის გარეთ იყო უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში არ მუშაობდა ბრიტანეთის არც ერთი დიპლომატიური მისია .