საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 7 287 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 161 ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
1 მაისის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 0.99%;
- ბოლო 7 დღის - 0.85%;
- ბოლო 14 დღის - 0.99%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 654 170 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 810 ადამიანი.