Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსულ პოზიციებს კუნძულ ზმეინიზე


უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე. უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.

ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სარდლობამ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით 1 მაისს გაავრცელა. კუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა - მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა, რომ გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, "მოსკვა" შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG