Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერდა მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი


მარიუპოლი, 28 აპრილი, 2022 წ.
მარიუპოლი, 28 აპრილი, 2022 წ.

უკრაინის სამხრეთში მდებარე, ომით გაჩანაგებული ქალაქ მარიუპოლიდან შეჩერდა სამოქალაქო პირთა ევაკუაციის პროცესი, რუსეთმა განაახლა "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაბომბვა, რომელსაც კვლავ ასობით ადამიანი აფარებს თავს - მას მერე, რაც წინა დღით პირველი ჯგუფი მიწისქვეშა ბუნკერებში გადავიდა.

მოელოდნენ, რომ 2 მაისს 100-მდე უკრაინელი მოქალაქე დატოვებდა მარიუპოლს და 230-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ზაპოროჟიეში გადაინაცვლებდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა შუადღით განაცხადეს, რომ ევაკუაცია კვლავაც არ განხორციელებულა. შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებიათ. წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, ევაკუაცია იქნება პროგრესის იშვიათი შემთხვევა მარიუპოლის მცხოვრებთა მძიმე ხვედრის შემსუბუქების საქმეში. უსაფრთხო დერეფნების გახსნის უწინდელი მცდელობები ჩაიშალა.

მარიუპოლში შესაძლოა, კვლავ 100 000-მდე ადამიანი იმყოფებოდეს, მათ შორის 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც "აზოვსტალის" კომპლექსს აფარებენ თავს - ქალაქის ერთადერთ ადგილს, რომელიც არ არის ოკუპირებული რუსეთის ძალების მიერ. ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ათასობით ადამიანი, ქალაქში იწურება წყლის, საკვების და მედიკამენტების მარაგი. "ვითარება ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნებს იძენს", - ამბობს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG