Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკვე 220 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა


ბავშვის სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის 11 აპრილი
ბავშვის სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის 11 აპრილი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 220 ბავშვი და დაჭრილია - 406. ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ქალაქ ოდესაში, სადაც რუსეთის არმიის მიერ 2 მაისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 14 წლის ბიჭი და დაიჭრა 17 წლის გოგო.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების მონაცემებით, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის და დაცხრილვის შედეგად დაზიანებულია 1400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია - 118.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG