Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Covid-სტატისტიკა ყოველდღე აღარ გამოქვეყნდება


საქართველოში კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაციას მედიას და საზოგადოებას კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს მიაწვდიან. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს, 3 მაისს, პირველი დღეა, როცა ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები არ განახლებულა.

ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 221​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 811 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG