მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში - „უკრაინისთვის“. ღონისძიებას უმასპინძლებენ პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.
5 მაისს პოლონეთში დაგეგმილი კონფერენცია ემსახურება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრით შექმნილი ჰუმანიტარული გარემოს გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზებას და შემდგომი ნაბიჯების განხილვას უკრაინის მხარდასაჭერად, ომის შედეგად შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად.
დაწერეთ კომენტარი