Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამხრეთ ოსეთიდან“ უკრაინაში ჩასულ მოხალისეებს ბანდფორმირებებთან აიგივებენ - პუხაევი


 ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. საილუსტრაციო ფოტო
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პუხაევმა განაცხადა, რომ აუცილებელია, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსი მოხალისეების სტატუსის განსაზღვრა. ის "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება დონბასში, სადაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და მოხალისეებს, ასევე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა.

პუხაევმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ შეეცდება უზრუნველყოს, რომ მოხალისეთა რაზმის მეთაურებს უშუალო კავშირი ჰქონდეთ მე-4 რუსული სამხედრო ბაზის (ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაფუძნებული) სარდლობასთან, სადაც ცხინვალელი სამხედროები მსახურობენ, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა შეძლონ.

სამხრეთ ოსეთიდან ბევრი მოხალისე იბრძვის დონბასში. მათთან შეხვედრისას გავიგე, რომ დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ხანდახან ბანდფორმირებებთან აიგივებენ და ფრონტის ხაზზე მათგან დახმარებაზე უარს ამბობენ. ეს არის მოხალისეთა რაზმი, რომელიც შედგება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრებისგან, მათ მოხალისის სტატუსი აქვთ და ვაპირებ გარანტორად დავდგე რუსეთის სარდლობის წინაშე, რათა საშუალება მიეცეთ, დაეხმარონ თანამემამულეებს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა პუხაევმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მკვიდრების - რუსული მე-4 სამხედრო ბაზის ოცეულის მეთაურის ინალ კორტიევის, სერჟანტ ანდრეი ბაკაევის, ასევე მოხალისეების, რუსლან ბესაევისა და რუსლან კაზიევის დაღუპვის შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებიდან რუსეთმა, უკრაინის ომში ჩასართავად, სამხედროები და მძიმე ტექნიკის ნაწილი გაიყვანა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რეგიონში არსებული ბაზიდან, რუსი სამხედროების ნაწილმა უარი თქვა უკრაინის ომში მონაწილეობაზე და სამშობლოში დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG