Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“ - თბილისში 8 მაისს აქცია გაიმართება


ფოტო არქივიდან: აქცია თბილისში, 9 აპრილი, 2022.
ფოტო არქივიდან: აქცია თბილისში, 9 აპრილი, 2022.

კვირას, 8 მაისს, 2 საათზე, თბილისში გაიმართება აქცია „რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“. დემონსტრაციას ორგანიზებას ოპოზიციური პარტია „დროა“ უწევს.

„8 მაისი არის დღე, როცა უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ „რაშიზმთან“ დანებებას არ ვაპირებთ“, - თქვა პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფეისბუკღონისძიების აღწერის თანახმად, აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე.

„ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები“, - წერენ ორგანიზატორები და ამატებენ: „უნდა დავდგეთ ჩვენს მარიუპოლელ, ხერსონელ, მელიტოპოლელ, ზაპოროჟიელ, კიეველ და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად“.

XS
SM
MD
LG