თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე საპოლიციო ოპერაციის შედეგად, დააკავეს ორი პირი.
მედიის ინფორმაციით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე მდებარებ ბინაში იმალებოდნენ.
გამოძიებით მტკიცებით, მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და
შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა -
დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.