Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მედია იუწყება, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ტაჯიკეთში რაკეტები ისროლა, დუშანბე ამას შემთხვევითობას მიაწერს


ხიდი ტაჯიკეთის და ავღანეთის საზღვარზე
ხიდი ტაჯიკეთის და ავღანეთის საზღვარზე

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ რამდენიმე რაკეტა ისროლა ავღანეთიდან მეზობელი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე - იუწყება ავღანეთის მედია.

კერძოდ, ავღანეთის ისლამური პრესის (AIP) სააგენტომ 8 მაისს გაავრცელა "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება, რომ ჯგუფმა ავღანეთის თარხარის პროვინციიდან ტაჯიკეთის დაუკონკრეტებელი სამხედრო სამიზნეებისკენ ისროლა შვიდი რაკეტა.

თუმცა ტაჯიკეთი აცხადებს, რომ ნასროლი იყო "ტყვიები" და არა რაკეტები და მათი გასროლა "შემთხვევით" მოხდა საზღვრის ავღანეთის მხრიდან, თალიბანის ძალებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის გახსნილი ცეცხლის დროს.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების პრესცენტრი აცხადებს, რომ ძალები მობილიზაციაში არიან მოყვანილი, თუმცა დასძენს, რომ საზღვართან შექმნილი ვითარება "განიხილება როგორ სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული", მას შემდეგ, რაც "ტყვიები შემთხვევით გადმოვიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე".

მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. ინციდენტის არცერთი ვერსიის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება, თალიბანი განცხადებას არ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG