რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისს განაცხადა, რომ ოდესასთან, ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმით, გაანადგურა უკრაინის საბრძოლო ხომალდი.
სამინისტროს თანახმად, რუსეთის რაკეტები მოხვდა "პროექტ 1241" ხომალდს, რომელსაც ნატოს ტერმინოლოგიით იცნობენ Tarantul-ის სახელით.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ღამით კუნძულ ზმეინის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ორი SU-24 ბომბდამშენი და Mi-24 ვერტმფრენი.
ამ ცნობების დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება, უკრაინა ჯერჯერობით არ ავრცელებს განცხადებას.