Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ პორტალ "ლენტა.რუ"-ს თანამშრომლებმა საიტზე ანტისაომარი სტატიები განათავსეს


"ლენტა.რუ" საპროტესტო სტატიების სათაურებით
"ლენტა.რუ" საპროტესტო სტატიების სათაურებით

ვებგვერდ "ლენტა.რუ“-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო საიტია რუსეთში, 9 მაისის დილით, რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით.

სტატიები ისეთი სათაურებით, როგორებიცაა: "რუსეთის არმია აღმოჩნდა ქურდებისა და მძარცველების არმია" ან "ვლადიმირ პუტინი გადაიქცა პათეტიკურ დიქტატორად და პარანოიდად", საიტიდან აღებულია. ვებარქივში დაცულია რამდენიმე სტატია და საიტის მთავარი გვერდის ეკრანიზაცია. ისინი "ლენტა.რუ"-ს თანამშრომლების სახელებითაა ხელმოწერილი. კერძოდ, სტატიის - "ომი ვერ ფარავს ეკონომიკაში ჩავარდნებს. პუტინი უნდა წავიდეს" - გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა იკისრეს "ეკონომიკის" და "საყოფაცხოვრებო სფეროს" განყოფილებების ხელმძღვანელმა და რედაქტორმა, ეგორ პოლიაკოვმა და ალექსანდრა მიროშნიკოვამ. "ჩვენ ვეძებთ სამუშაოს, იურისტებს და ალბათ პოლიტიკურ თავშესაფარს!" - ნათქვამია სტატიის ბოლოს.

გამოცემა "მედიაზონას" ერთ-ერთმა წყარომ "ლენტა.რუ"-ში დაუდასტურა, რომ მათმა თანამშრომლებმა სხვა ადრე გამოქვეყნებულ ამბებში თვითნებურად შეცვალეს ტექსტი.

„მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ეგორ პოლიაკოვის კომენტარი, რომელშიც "ლენტა.რუს"-ს თანამშრომელი თავის საქციელს „სინდისის“ კარნახით ხსნის.

„მე მჯერა, რომ ომის ყველა მოწინააღმდეგე ახლა უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. ხელმომწერები ჩვენ ვართ, ჩემთან უკვე შედგა საუბარი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვმუშაობთ „ლენტაში“, - წერს პოლიაკოვი.

საინფორმაციო სააგენტო "ლენტა.რუ"-ს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG