Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციის გუშაგებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ერაყში, ირბილის პოზიციებზე


ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრები მონაწილეობენ წვრთნებში, დეკემბერი, 2021 წელი
ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრები მონაწილეობენ წვრთნებში, დეკემბერი, 2021 წელი

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ცეცხლი გაუხსნა სამიზნეებს ერაყის ჩრდილოეთით, ქურთთა რეგიონულ დედაქალაქ ირბილში - იუწყება ნახევრად ოფიციალური სააგენტო "ტასნიმი".

სააგენტო 11 მაისს ავრცელებს ცნობას, რომ IRGC-მა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა "ტერორისტული ჯგუფების პოზიციებს" ირბილში. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

"ერაყის ჩრდილოეთის რეგიონში ტერორისტული ჯგუფების, მათ შორის ირანული ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინები წარსულშიც რამდენჯერმე იყო მიზანში ამოღებული რევოლუციის გუშაგთა მხრიდან", - დასძენს "ტასნიმი".

მარტის შუა რიცხვებში IRGC-ის ძალებმა ირბილში ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს თავდასხმა, რომელიც, მათი თქმით, მიმართული იყო ქვეყანაში ისრაელის "სტრატეგიულ ცენტრზე".

XS
SM
MD
LG