Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink-ის ქსელზე რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმა მოხდა


ილონ მასკი
ილონ მასკი

Starlink-ის სატელიტურ ქსელზე, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფონზე, რუსი ჰაკერების მხრიდან მასშტაბური კიბერშეტევები განხორციელდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან სატელიტურ კომპანია Viasat-ზე უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დასაწყისშივე მომხდარი თავდასხმის შესახებ.


სისტემა Viasat-ის კომპლექტი, როგორც ჩანს, უკრაინას აშშ-იდან მიეწოდება. კიევისათვის სატელიტური ინტერნეტის აღჭურვილობის მიწოდებით თავად მასკიცაა დაკავებული. კავშირის ამ ტიპს უკრაინის არმია აქტიურად იყენებს რთულად მისადგომ ადგილებში კომუნიკაციის დასამყარებლად.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჰაკერებმა შეუტიეს Viasat-ის მიწისზედა ინფრასტრუქტურას. შედეგად კი ათასობით ადამიანი როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში, ინტერნეტის გარეშე დარჩა. გერმანიის ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებლები დღემდე ცდილობენ შეცვალონ დაზიანებული მოდემები და განაახლონ კავშირის პროგრამული უზრუნველყოფა.

ჰაკერული თავდასხმის გამოძიებით აშშ-ის და ევროპის სპეცსამსახურები არიან დაკავებული. Forbes-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ თავდასხმის უკან მართლაც შესაძლოა იდგეს რუსეთი, რომელსაც უკრაინაში კავშირგაბმულობისა და მიზნის აღმომჩენი სისტემების პრობლემები აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG