Accessibility links

site logo site logo

აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში


სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში, სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსული სააგენტოს, „ტასის“ ინფორმაციით, სამხედრო ნაწილი დასახლებულ პუნქტ ტეისინშია დისლოცირებული. დაშავდა 7 ადამიანი.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ტასს“ წყარომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან უთხრა, რომ სამხედრო ნაწილში, სავარაუდოდ, დენთი აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG