Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი შოლცსა და პუტინს შორის


გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 12 თებერვალს, 2022 წელი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 12 თებერვალს, 2022 წელი

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის გაიმართა პირველი სატელეფონო საუბარი თითქმის ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ.

როგორც გერმანიის მედია იტყობინება კრემლზე დაყრდნობით, საუბარი გერმანიის ინიციატივით გაიმართა.

ამავე ცნობით, პუტინმა შოლცს დაწვრილებით გააცნო რუსეთის მიზნები უკრაინაში. საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული მხარე იყო.

პუტინი და შოლცი შეთანხმდნენ, რომ „სხვადასხვა არხით გაგრძელდება დისკუსია".

შოლცმა, თავის მხრივ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. მან პუტინს მიუთითა მთელ მსოფლიოში სურსათით მომარაგების საკითხებში მისი პასუხისმგებლობის შესახებ, იტყობინება გერმანული მხარე.

XS
SM
MD
LG