Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც, ოფიციალური განცხადების თანახმად, ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება.

როგორც სამინისტრო განმარტავს, ტექნიკა პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებაა და ის გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით ამ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხდება.

სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელიც ასახავდა რკინიგზით სამხედრო ტექნიკის გადატანას.
სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელიც ასახავდა რკინიგზით სამხედრო ტექნიკის გადატანას.

თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს.

XS
SM
MD
LG