Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა მებრძოლებმა ნადავლის სახით ხელთ იგდეს ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ტექნიკა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის 128-ე ბრიგადამ ხელთ იგდო დიდძალი სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათ შორის, უახლესი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა BMP-3, სხვადასხვა სახის იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯარისკაცების პირადი ნივთები.
"128-ე ცალკეული კარპატისპირეთის სამთო-მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით აგრძელებს რუსეთის არმიის უკუგდებას და ოკუპირებული უკრაინის მიწების გათავისუფლებას", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ცნობაში, რომელიც საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" მოჰყავს.

უკრაინული სამხედრო ძალების კონტრშეტევის შედეგად რუსები გაიქცნენ თავიანთი პოზიციებიდან და ბრძოლის ველზე დატოვეს თითქმის ხელუხლებელი უახლესი BMP-3 სრული საბრძოლო მასალით, დოკუმენტებით, პირადი ნივთებით და იარაღით (ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, ცეცხლმტყორცნი).
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულ არეალში ადრე ჩრდილოეთ ოსეთში (ალანიაში), ქალაქ ვლადიკავკაზში, სოფელ სპუტნიკში ბაზირებულ სამხედრო ნაწილ 43057-დან უკრაინაში საომრად გაგზავნილი რუსეთის არმიის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG