Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინის ქალაქ იზიუმთან


რატი შურღაია
რატი შურღაია

38 წლის რატი შურღაია უკრაინაში მარტის პირველივე რიცხვებიდან იბრძოდა.

"ჩემი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ პოლონეთში, იქ მუშაობდნენ. ოდესელი რძალი მყავს. ომი რომ დაიწყო, პოლონეთიდან გადავიდა უკრაინაში საომრად. იზიუმთან ბრძოლაში მიიღო კანტუზია. წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ტყვიით არ დაღუპულა", - უთხრა ტელეკომპანია "მთავარს" დაღუპული ჯარისკაცის მამამ,

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცმა კანტუზია კასეტური ბომბების ჩამოყრის შედეგად მიიღო.

დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, რატი შურღაია - ასეთია უკრაინაში გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლების სია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG