Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ფრანგული "რენოს" ნაცვლად რუსულ "მოსკვიჩს" გამოუშვებენ

ფოტო არქივიდან: "რენო"-ს ქარხანა მოსკოვში
ფოტო არქივიდან: "რენო"-ს ქარხანა მოსკოვში

ფრანგული ავტოკონცერნის „რენოს“ ქარხანა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. "რენომ" რუსეთში საქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დღეს, 16 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, „რენო როსიას“ აქციების 100%-ს მფლობელი გახდა მოსკოვის მთავრობა, რუსული ავტოკონცერნის, „ავტოვაზის“ აქციების 67.69% კი, რომელიც ადრე „რენოს“ ეკუთვნოდა, რუსეთის ფედერაციის საკუთრება გახდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქში მდებარე „რენოს“ ქარხანაში ამიერიდან რუსულ ავტომანქანებს, "მოსკვიჩს" გამოუშვებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა ავტომობილების მწარმოებელმა არაერთმა კომპანიამ, მათ შორის, "ფორდმა", "ვოლვომ", "ფოლკსვაგენმა" და "პორშემ".

XS
SM
MD
LG