Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინასთან მიმართებით ლუკაშენკა პოლიტიკას აბალანსებს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა სიფრთხილეს იჩენს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პირდაპირი ფორმით ჩართვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, სამომავლო ეკონომიკური შედეგების, კიევის მხრიდან პასუხის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო უკმაყოფილების გამო - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა 16 მაისს.

დასავლეთმა ბელარუსს მკაცრი სანქციები დაუწესა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბებულად მიჩნევს. არჩევნებს მოჰყვა ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან გატარებული მძიმე რეპრესიები საპროტესტო აქციების, აქტივისტების და მედიის წინააღმდეგ. იზოლირებულმა და ეკონომიკურად დასუსტებულმა ლუკაშენკამ დახმარებისთვის თავის ხანგრძლივ მოკავშირეს, ვლადიმირ პუტინს მიმართა, და როცა მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, მან რუსეთს უფლება მისცა ბელარუსის ტერიტორია გამოეყენებინა შეტევებისთვის და თავისი ძალების მომარაგებისთვის. თუმცა, პირველ პერიოდში გაჩენილი ვარაუდების მიუხედავად, ბელარუსი კონფლიქტში პირდაპირ არ ჩართულა - წერს თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო გამოცემაში 16 მაისს.

მიმდინარე თვეში ჩატარებული სამხედრო მანევრების შემდეგ, ბელარუსმა გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ განათავსებს დამატებით საგანგებო ძალებს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ამ ნაბიჯის სავარაუდო მიზანია უკრაინის იძულება სამხედრო ძალების გარკვეული ნაწილი სასაზღვრო არეალში დატოვოს და აღმოსავლეთში ვერ გადაიყვანოს. თუმცა ლუკაშენკა, "როგორც ჩანს, დაბალანსების პოლიტიკას ატარებს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერასა და პირდაპირი სამხედრო მონაწილეობისთვის თავის არიდებას შორის" - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო უწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG