Accessibility links

site logo site logo

დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ გვარამიას დაპატიმრების გამო იმედგაცრუებული არიან


„მთავარი არხის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის გამო იმედგაცრუებული არიან.

„ეს [ნიკა გვარამიას დაპატიმრება] განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა.

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG