Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლს ჩაფიქრებული აქვს ბავშვთა მოძრაობის შექმნა


ყირიმი, 2022 წლის 1 მაისი
ყირიმი, 2022 წლის 1 მაისი

კრემლი, ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტო ("როსმოლოდეჟ") და განათლების სამინისტრო განიხილავენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ახალი რუსული მოძრაობის შექმნას. ამის შესახებ რამდენიმე რუსული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ცნობების თანახმად, ახალი ორგანიზაციის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს შეიძლება წარედგინოს 19 მაისს, საბჭოთა პიონერული მოძრაობის დაარსების მე-10 წლისთავზე. ერთ-ერთმა წყარომ მოძრაობის შექმნის ამოცანად დაასახელა " ბავშვებსა და მოზარდებში პატრიოტიზმის აღზრდა, სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება ." ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო აღნიშნავს, რომ ახალ სტრუქტურაში გაწევრიანება სურვილისამებრ მოხდება.

ახალი სტრუქტურა შეიქმნება მოსწავლეთა უკვე არსებული რუსული მოძრაობის, პროექტ "დიდი ცვლილებებისა" და რიგი რეგიონული ორგანიზაციების საფუძველზე. დამფუძნებლებს შორის სავარაუდოდო სახდელდება Unarmia - მოძრაობა, რომელიც თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინიციატივით, 2015 წელს შეიქმნა

წყაროების თანახმად, ახალი პიონერიის ლიდერის პოსტზე "როსმოლოდეჟის" უფროსის მოადგილე, 42 წლის დამირ ფატახოვი განიხილება . ერთი თვის წინ ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მოძრაობის შექმნის იდეას, რომელიც ყველა ბავშვს გააერთიანებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG