Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა KA-31 შვეულმფრენების შეძენისთვის რუსეთთან გარიგება შეაჩერა


შვეულმფრენი KA-31
შვეულმფრენი KA-31

ინდოეთმა რუსეთთან შეაჩერა მოლაპარაკებები 520 მილიონი დოლარის ღირებულების 10 KA-31 საბრძოლო ვერტმფრენის მიწოდებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Defense News-ი ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, დელი შიშობს, რომ რუსეთი, უკრაინასთან შეიარაღებული კონფლიქტისა და სანქციების ფონზე, ვერ შეძლებს თავდაცვის ბრძანების შესრულებას, ასევე გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. წყაროს თქმით, ინდოეთის ცენტრალური ბანკი ავითარებდა რუსეთთან გარიგებების რუბლებში და რუპიებში გადახდის მექანიზმს, მაგრამ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, დელი შიშობს, რომ რუსეთი, უკრაინასთან შეიარაღებული კონფლიქტის, ასევე სანქციების ფონზე და ასევე გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვერ შეძლებს სმხედრო შეკვეთის შესრულებას. წყაროს თქმით, ინდოეთის ცენტრალური ბანკი აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებას რუბლებში და რუპიებში გადახდის მექანიზმზე, მაგრამ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

Defense News აცხადებს,რომ გარიგების შეჩერება შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთთან თანამშრომლობის გამო ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ.დელის ნეიტრალური პოზიციის გამო.

ვაშინგტონმა მანამდე მოუწოდა დელის, უარი თქვას მოსკოვთან პარტნიორობაზე და აქცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაიტანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG