Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საიტზე განახლებული ინფორმაციით, სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდება


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე განახლდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. ბრიუსელის დროით 13:42 სთ-ზე განახლებული ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც დღეს დილას გაუქმდა, გაიმართება. შეხვედრაზე არ გაკეთდება კომენტარები მედიისთვის. შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას თავად ნატო გაავრცელებს.

განახლებული ინფორმაცია ნატოს ვებსაიტზე
განახლებული ინფორმაცია ნატოს ვებსაიტზე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიუსელში 18 მაისს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, ნატოს პრესსამსახურმა 18 მაისის დილას გაავრცელა ისე, რომ მიზეზები განმარტებული არ ყოფილა. მმართველი პარტიის წევრებმა შეხვედრის გაუქმება იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნეს.

17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG