Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპასუხო ნაბიჯის სახით, რუსეთი აძევებს ათობით ფრანგ და იტალიელ დიპლომატს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, მოსკოვი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, მოსკოვი

რუსეთი აცხადებს, რომ აძევებს ათობით ფრანგ და იტალიელ დიპლომატს და ეს არის "საპასუხო" ნაბიჯი ანალოგიურ ქმედებებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა კოორდინირებულად განახორციელეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მაისს განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩს შეატყობინა რუსეთში საფრანგეთის "დიპლომატიური ინსტიტუციებიდან" 34 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ და რომ ამ დიპლომატებმა რუსეთი ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

სამინისტრომ ამავე დღეს გაავრცელა ცნობა 24 იტალიელი დიპლომატის გაძევების შესახებ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გადაწყვეტილებას უწოდა "მტრული ნაბიჯი" და განაცხადა, რომ ამან "არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიტანოს დიპლომატიური არხების წყვეტა, რადგან, თუ წარმატებას მოვიპოვებთ, მშვიდობა სწორედ ამ არხებით იქნება მიღწეული და ჩვენ ეს ნამდვილად გვსურს".

საფრანგეთმა, რომელმაც აპრილში გააძევა დიპლომატის სტატუსის მქონე 35 რუსი პირი, დაგმო მოსკოვის მხრიდან 18 მაისს გადადგმული ნაბიჯი.

პარალელურად რომი მოსკოვს ატყობინებს, რომ 30 რუს დიპლომატს მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება, "ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო".

XS
SM
MD
LG