Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა პუტინს, ლავროვს და კიდევ ათასამდე პირს


ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი კიევში. 8 მაისი, 2022 წელი
ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი კიევში. 8 მაისი, 2022 წელი

კანადამ გააფართოვა შეზღუდვები რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კანადის სანქციები ეხება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის გამო. ამ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ამიერიდან მათ და მათი ოჯახების წევრებს ეკრძალებათ კანადაში შესვლა, ამის შესახებ 17 მაისს გამოაცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ.

როგორც კანადის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, ხელისუფლება შესწორებებს შეიტანს იმიგრაციის შესახებ კანონში. ამ ცვლილებების თანახმად, სანქციებში მოხვედრილ პირებს და მათი ოჯახების წევრებს არ შეეძლებათ კანადაში შესვლა, კანადის ვიზის მიღება და შესაძლებელი იქნება მათი ქვეყნიდან დეპორტაცია.

კანადის სანქციათა სიაში ათასამდე პირია, მათი უმეტესობა - რუსეთის მოქალაქე.

მანამდე პუტინს და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებს აეკრძალათ შესვლა ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG