Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა


18 მაისი. ბრიუსელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი
18 მაისი. ბრიუსელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი, ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. 18 მაისს პრემიერი შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

XS
SM
MD
LG