Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმეა თურქეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქის მდგომარეობა


საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში
საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში

თურქეთის ქალაქ ტრაბზონთან, ავტოავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს თურქეთის კლინიკებში მკურნალობენ. ბათუმში, დღეს, 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობაშია ერთი პაციენტი, რომელსაც ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა აქვს. სამი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთის კი - მსუბუქი და მას კლინიკიდან დღეს გაწერენ. ნინო ნიჟარაძის ცნობითვე, მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე იღებს.

18 მაისს, გვიან ღამით, თურქეთის ქალაქ ტრაბზონთან კედელს შეეჯახა კერძო ავტომობილი, საქართველოს სანომრე ნიშნებით. ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, რომელიც საქართველოში უკვე გადმოასვენეს. ავტოავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს თურქი სამართალდამცავები იძიებენ.

XS
SM
MD
LG