Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წელს 244 121 ლარი დაიხარჯება


პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება შინაგან საქმეთა სამინისტროს წელს 244 121 ლარი დაუჯდება. პოლიციელის დღე 31 მაისს აღინიშნება. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ამ ღონისძიებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ "ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რის გამოც ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს." ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამასთან, "ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება (ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი), მეტწილად უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯს."

პოლიციელის დღის აღნიშვნისთვის სამინისტრო გეგმავს ორკესტრის, ბენდისა და ერთი წამყვანის დაქირავებას. ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას უწყება გამარტივებული შესყიდვის წესით ყიდულობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინიციატივით პოლიციელის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია საიმიჯო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის იმიჯის გაძლიერებას და პოლიციისადმი ნდობის გაზრდას. კამპანიის ფარგლებში იგეგმება მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკლიპების გადაღება, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლების წარმოსაჩენად, რომელიც შემდგომ განთავსდება სხვადასხვა მედია წყაროებზე. ასევე, პოლიციელის დღის კამპანიის ფარგლებში მომზადდება საიმიჯო ფოტორეპორტაჟი და საიმიჯო ბანერები სახელწოდებით ,,მორიგე" - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG