Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა ვადაზე ადრე გაინაღდა დადებითი ბალანსი


ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი.

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, მაისის ბაშოს მეთორმეტე დღეს, იაპონელი მიოჯირიუ დაამარცხა და სუპერტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ვადაზე ადრე გაინაღდა საბოლოო დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორის ანგარიშზე რვა მოგება და ოთხი წაგებაა და უკვე გარანტირებული აქვს ივლისის სუპერტურნირისთვის პირადი რეიტინგის გაუმჯობესება.

მაისის ბაშოზე ტოჩინოშინი მეცხრე მაეგაშირას რანგში გამოდის. დარჩენილ სამ ტურში მისი მთავარი ამოცანა დადებითი ბალანსის მაქსიმალურად გაზრდაა, რაც რეიტინგში კიდევ უფრო მეტად დააწინაურებს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG