მაასტრიხტში, ნიდერლანდის ულამაზეს ქალაქში, ცხოვრობს ოჯახი: ბარბარე და ანაბელი, მათი დედა, ნინო და მამა ბესო.
დედა, ნინო ურდულაშვილი, პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გიამბობთ, როგორ წავიდა ოჯახი ემიგრაციაში ბარბარეს ჯანმრთელობის გამო და როგორ დამკვიდრდა მაასტრიხტში, ქალაქში, რომელიც თბილისს ჰგავს თავისი მდინარითა და ციხესიმაგრით.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.