Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს ომს უკრაინაში


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 19 მაისი. 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 19 მაისი. 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით.

უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას 21 მაისს, მან თქვა, რომ მის ქვეყანას ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ, ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ „მოლაპარაკების მაგიდასთან“.

მისი ამ გამოსვლის ფონზე რუსეთი უახლოვდება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის რეგიონზე, კონტროლის დაწესებას.

მოსკოვმა გამოაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ დაიკავა და აგრძელებს ფართო იერიშს ლუგანსკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინის ბოლო მებრძოლები, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იყვნენ გამაგრებული, „დანებდნენ“. ეს მოხდა გამანადგურებელი ალყის შემდეგ, რომლის დროსაც სრულად განადგურდა ქალაქი მარიუპოლი და დაიღუპა, სავარაუდოდ, 20 ათასი ადამიანი.

უკრაინის მხარეს ეს არ დაუდასტურებია, მაგრამ ზელენსკიმ უფრო ადრე გამოაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველებმა მიიღეს ცხადი სიგნალი სარდლობისგან, რომ გამოსულიყვნენ და გადაერჩინათ საკუთარი სიცოცხლე. 21 მაისს გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა გაფრთხილება, რომ კონფლიქტი „იქნება სისხლიანი, იქნება ბრძოლები, მაგრამ ის დასრულდება მხოლოდ დიპლომატიური გზით“.

XS
SM
MD
LG