Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ კი ბრალდებული ადგილზე დააკავა.

„ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა."

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული კი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG